ძაღლები ელისაშვილის საქმეში - რა შეუთვალა დაკავებულმა პოლიტიკოსმა "ოცნებას"

18.05.26 20:29
ძაღლები ელისაშვილის საქმეში - რა შეუთვალა დაკავებულმა პოლიტიკოსმა "ოცნებას"

 

 

დაპატიმრებული პოლიტიკოსი არ აღიარებს, არ ეთანხმება და კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებას, რომელიც ტერაქტის მოწყობის საქმეზე წაუყენეს. დღეს, ალეკო ელისაშვილი ცდილობდა მოსამართლისთვის აეხსნა, რომ გასული წლის 4 მაისს საქალაქო სასამართლო ერთ-ერთ ფასადზე გაჩენილ ხანძართან კავშირი არ აქვს და ეს საქმე თაროდან მხოლოდ იმის გამო ჩამოიღეს, რომ დაპატიმრებული ელისაშვილი სტაჟიან ტერორისტად გამოეცხადებინათ.

ალეკო ელისაშვილი  ყველაფერს თავის სახელს არქმევს - სასამართლოს უთხრა, რომ 4 მაისს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყეს, ტერორიზმის კვალიფიკაცია კი მას შემდეგ მიანიჭეს,  როცა საქმეში პოლიტიკოსის სახელი და გვარი გაჩნდა. ახლა კი "ოცნების" ძალოვანი უწყება  2 მტკიცებულების საფუძველზე ცდილობს 15 წლით ციხეში გაუშვას ოპონენტი.

ეს ყველაფერი არ არის. დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის 4 მაისს საგამოძიებო უწყებამ, როცა სასმართლოს ფასადზე გაჩენილ ხანძარზე გაიგო, არაფერი გააკეთა. გვარაკიძის უწყებას 8 თვის მანძილზე მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც კი არ ჰქონდა ამოღებული.

დეტალებით ნანუკა ქაჯაია 

მსგავსი სიახლეები