სასახლის ღობის საქმე - პროკურატურა 7 თვის თავზე ამბობს, რომ დააკავეს ის სამი პირი, ვინც სასახლის ღობე წააქცია

18.05.26 21:00
სასახლის ღობის საქმე - პროკურატურა 7 თვის თავზე ამბობს, რომ დააკავეს ის სამი პირი, ვინც სასახლის ღობე წააქცია

 

 

7-თვიანი განხილვის შემდეგ პირველად პროკურატურა ამტკიცებს, რომ დააიდენტიფიცირეს ნიღბიანი პროვოკატორები, ვინც ხალხს 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთაან დახვდა და აქციის მონაწილეებს ღობის წაქცევისკენ მოუწოდებდა. თვეებია ბრალდებულები ამ პირების ვინაობის დადგენას ითხოვენ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა ბრალდების მხარე ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

ვინ არის სამი ნიღბიანი ვინც პროკურატურამ დააკავა? - ეს არც ადვოკატებმა იციან. შემდეგ პროცესზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. იურისტები ამბობენ, რომ 10-ზე მეტმა მოწმემ ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო, საქმეში არ დევს მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნა, არ იციან ვინ დააზიანა კამერები, არასაკმარისი მტკიცებულებები კი წესით გამამართლებელი განაჩენის საფუძველია.

ხუთი თვეა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები საპროცესო შეთანხმების მოლოდინში არიან, განსასჯელის სკამზე მყოფმა რამდენიმე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და საპროცესო ითხოვა, პროკურატურაა ჯერ ორგანიზატორების საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდებოდა, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ სახელმწიფო ბრალდება პასუხს ამ დრომდე არ ამბობს.

ვრცლად მარიამ მაკასარაშილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები