თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 165%-ით გაიზარდა

20.05.26 17:26
თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 165%-ით გაიზარდა

თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 165%-ით გაიზარდა - 4 თვეში ხაზინა 7 მლნ ლარით შეივსო - ინფორმაციას BPN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წელს იანვარ-აპრილში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 7 056 880 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 2 658 925 ლარი.

მედიის ცნობით, ინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 4 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 108 264 051 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში - 54 339 998 ლარი. რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ბიუჯეტში ჯამში 17 527 091 ლარი შევიდა.

მსგავსი სიახლეები