გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

17.11.21 10:15
გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში გადმოიყვანეს, მძიმეა. 52 წლის  ბესტაევი  ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მკურნალობს.

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმის თქმით, ბესტაევს გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა. 

არსებული ინფორმაციით, ის მედიკამენტორზურ კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს არასტაბილური ჰერმოდინამიკა აქვს. 

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

საოკუპაციო რეჟიმმა და დე ფაქტო პრეზიდენტმა კი ცხინვალის ციხის უკანონო  პარტიმარი 2 წლიანი ტყვეობის შემდეგ  მხოლოდ მას შემდეგ შეწიყალა, რაც ის გონებადაკარგული ციხის საკანში იპოვეს და მისი გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მსგავსი სიახლეები