სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დუმილი დაარღვია - რა თქვა ლევან ახობაძემ სასამართლოზე
სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დუმილი დაარღვია - დიდძალი ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა ლევან ახობაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებას ელოდა და იცოდა ისიც, რომ მის წინააღმდეგ მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა.
ახობაძემ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს დღეს "მასკარადი" უწოდა.
დიდი ხანია მიდის ეს მასკარადი - თქვა პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილმა მოადგილემ.
დიდი ხანია მიდის ეს მასკარადი. მე ვიცოდი (რომ დამაკავებდნენ). მოწმეებზე ზემოქმედება არ მომიხდენია, ისინიც სწუხან იმაზე რაც მოხდა" - განაცხადა ახობაძემ.
- გრიგოლ ლილუაშილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე სუს-მა გუშინ დილით დააკავა. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი გუშინ ღამით წარედგინა.
სუს-ი ამბობს, რომ ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობის ქრთამი მეწარმისგან სუს-ში, საკუთარ კაბინეტში მიიღო.
ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის, მაშინ, როცა სუს-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო ლილუაშვილიც.
- დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.