რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა ომის ვეტერანი გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე? - რაჟდენ კუპრაშვილი

23.05.26 15:46
რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა ომის ვეტერანი გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე? - რაჟდენ კუპრაშვილი

 

 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაასობრივად  არ მოდის იმ ბრალთან, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წარდგენილი.

მთავარი მტკიცებულებაა, რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა ომის ვეტერანი გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე? - აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.

უფლებადამცველმა ასევე ისაუბრა სხდომის არდახურვის გადაწყვეტილებაზეც და თქვა, რომ გაურვეველია, რატომ აკეთა პროკურატურამ საჯარო განცხადებები მაშინ, როცა დაცვის მხარეს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. 

ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. ერთის მხრივ, ხელი გვაქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლითაც არ უნდა გავახმაუროთ საქმის მასალები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საჯარო განცხადებები და საქმის მასალებთან დაკავშირებით ასე საჯაროდ გვამცნო პროკურორმა. თქვენ ნახეთ, რომ არცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. მეტიც, წარდგენილი ბრალი - ქრთამის აღება, არ მოდის შინაასობრივად  იმ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ. არ შეიძლება ქრთამის აღება დაკვალიფიცირდეს იმ შანაარსით, რაც დღეს იქნა წარმოდგენილი. ეს არსებით განხილვაზე არის შესაფასებელი, მაგრამ მთავარი მტკიცებულება, რომ რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა დღეს გენერალ მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ამ ქვეყანას ემსახურება, ის არის ომის ვეტერანი. რამდენი ომის ვეტერანი გენერალ-მაიორი გვყავს დღეს? ეს ხომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა? მაგრამ დღეს არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი არგუმენტები - კონკრტულად გვაინტერესებდა, რა რისკებს შეიცავდა მისი არასამპატიმრო აღკვეთის ღონისძიება რომ შეფადებულიყო დღეს. ყველა ის მოწმე იყო ძალიან მაღალი სტანდარტით აყვანილი კონტროლზე. არცერთი მტკიცებულება არ არის იმის მიმანიშნებელი, რომ რომელიმე მოწმის მიმართ რაიმე სახის ზეგავლენა ან ზეწოლა განხორციელდა", - ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი. 

 ლევან ახობაძე მოსამართლე ნანა შამათავამ წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვა. 

  • გრიგოლ ლილუაშილის ყოფილი მოადგილე სუს-მა გუშინ დილით დააკავა. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი გუშინ ღამით წარედგინა. 

სუს-ი ამბობს, რომ ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობის ქრთამი მეწარმისგან სუს-ში, საკუთარ კაბინეტში მიიღო. 

ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის, მაშინ, როცა სუს-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო ლილუაშვილიც. 

  • დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები