სამთავრობო კვარტალში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა
სამთავრობო კვარტალში სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზებაა - კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს საპოლიციო ძალები, რომლებიც განლაგებული არიან, როგორც პარლამენტის შიდა პერიმეტრზე, ისე მთავრობის კანცელარიასთან.
ვრცელდება ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის დანაყოფები პარლამენტის და მთავრობის კანცელარიის პერიმეტრზე ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით გამთენიისას შეიყვანეს.
ცნობისთვის, „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან. მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.