რომის პაპის მილოცვა
"ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება" - ამის შესახებ რომის პაპის მისალოც წერილშია ნათქვამია, რომელიც ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეო XIV-მ მიხეილ ყაველაშვილს გამოუგზავნა.
წერილს მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თქვენი ეროვნული დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მხურვალე სურვილებს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულთა ერთიანობისათვის. ვლოცულობ უფლის წინაშე, რომ თქვენმა თანამოქალაქეებმა კვლავაც ჰპოვონ მარად ახალი შთაგონება ერის საერთო კეთილდღეობისათვის მსახურების გზაზე. დაე, ისინი დარჩნენ მშვიდობისმყოფელებად, ღარიბთა ძახილის მიმართ მგრძნობიარეებად და შემოქმედებითებად ქველმოქმედებაში მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად. ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება. გულწრფელად მოვუხმობ ღვთიურ კურთხევასთვენი აღმატებულებისათვის, საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირისა და სრულიად ქართველი ხალხისათვის“,- აღნიშნულია რომის პაპის ლეო XIV-ის მისალოც წერილში.