ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია
ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია. საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ამაყად იცავენ. ამიტომ, განსაკუთრებით მოხარული ვიყავი, რომ შესაძლებლობა მქონდა მისი უდიდებულესობა მეფის მოსალოცი გზავნილი გადამეცა“, - განაცხადა გარეტ უორდმა.