თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი დაიწყო

17.11.21 16:05
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში  ,,მთავარი არხის" დამფუძნებლის პროცესი დაჩქარებული წესით დაიწყო. საქმე ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას მუშაობის პერიოდს ეხება. 

დღეს სასამართლოს ჩვენება ,,რუსთავის 2"-ის ყოფილი თანამშრომლებმა, დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ მისცეს. პროცესზე შესვლამდე პროკურატურის მოწმეებსა და ყოფილ კოლეგებს  ,,მთავარი არხის" თანამშრომლებმა სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს, თუმცა როგორც ,,ტვ პირველისთვის"  გახდა ცნობილი, სასამართლოს სხდომაზე დემნა ჯაფარიძემ, ჩვენება დაცვის მხარის სასარგებლოდ მისცა.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის, თქმით, საქმე პოლიტიკურია.

ეს საქმე არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ნათელი მაგალითი. ადამიანს ედავებიან, კერძო კომპანია დააზარალეო მაშინ, როცა ამ კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ კმაყოფილი იყვნერნ მისი მუშაობით. ფაქტია, იმ პერიოდში, რა დროსაც ედავებიან გვარამიას, რუსთავი 2-ს ყველაზე მაღალი რეიტინგი და ყველაზე მაღალი სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

პროკურატურა ნიკა გვარამიას  "რუსთავი 2"-ის დირექტორის პოსტზე ყოფნისას კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მსგავსი სიახლეები