მზადება საპროტესტო მსვლელობისთვის - რუსთაველის მეტროსთან მოძრაობა “ქალთა ორგანიზაცია პროტესტში“ წარმომადგენლები იკრიბებიან

26.05.26 18:15
მზადება საპროტესტო მსვლელობისთვის - რუსთაველის მეტროსთან მოძრაობა “ქალთა ორგანიზაცია პროტესტში“ წარმომადგენლები იკრიბებიან

მზადება 26 მაისის პროტესტის მარშისთვის -რუსთაველის მეტროსთან მოძრაობა “ქალთა ორგანიზაცია პროტესტში“ წარმომადგენლები იკრიბებიან.

როგორც ისინი ამბობენ, ცოტა ხანში გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეუერთდებიან ოპოზიციის ალიანსის მიერ დაგეგმილ აქცია-მსვლელობას, რის შემდეგაც გაერთიანებული მარშების მსვლელობა დედაქალაქის ცენტრალური გამზირისკენ გაემართება.

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ერთის მხრივ ვიზეიმოთ დღევანდელი დღე, მეორეს მხრივ კი შევუერთდეთ ოპოზიციურ ალიანსს. ჩვენ აქედან მსვლელობით გადავალთ თსუ-თან. ამ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ დემოკრატიაა დასაცავი, ადამიანის უფლებები უმძიმეს მდგომარეობაშია, ასევე უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, ჩვენ ვხედავთ, რომ “ოცნების“ 14-წლიანმა მმართველობამ მოიტანა უმძმესი მდგომაროება, ვხედავთ ამ წუთებში მერამდენე დღეს და ღამეს ათენებენ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიის წინა. ვხედავთ სოლიდარობას საზოგადოების მხრიდან, თუმცა ნულოვან რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან. რომ შეადრულონ საკუთარი ვალდებულება და წამალი მოუტანონ ბავშვებს. ჩვენ ვხედავთ გაძვირებულ ცხოვრებას და დაბლ ხელფასებ, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ემიგრაციას, შიმშილის ზღვარზე მყოფ ბავშვებს, რასაც ვაპროტესტებთ და ამის გამო ვიღებთ რეპრესიებს. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს ბრძოლა არის იმ საერთო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რომელიც 1918 წლიდან გვაქვს მოპოვებული, შემდგომ აღიარებული იქნა 1991 წლის 9 აპრილს და ხლა ისევ ვიბრძვით ამისთვის, გელოდებით ყველას ჯერ არ და შემდეგ თსუ-სთან, - განაცხადა მარიკა არევაძემ. 

საპროტესტო მშვლელობა დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები