როდესაც რეზიკო რუსთაველს სავსეს ხედავს, მისთვის ყოველთვის დაბადების დღეა - რეზო კიკნაძის მამა

26.05.26 18:31
როდესაც რეზიკო რუსთაველს სავსეს ხედავს, მისთვის ყოველთვის დაბადების დღეა - რეზო კიკნაძის მამა

“ერთად გამარჯვებისთვის“ - 26 მაისის პროტესტის მარშისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებამ შეკრება დაიწყო.

საპროტესტო მსვლელობა დედაქალაქის მთავარ გამზირამდე 19:00 საათზეა დაგეგმილი.

შეკრებილებს შორის არის სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის მშობლები.

დღეს ჩემთვის ბრძოლის, დამოუკიდებლობის დღეა. დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე. რეზიკოს ვეტყოდი, დღეს გვიყურებს და როდესაც ის რუსთაველს სავსეს ხედავს, მისთვის ყოველთვის დაბადების დღეა. ალბათ გვიყურებენ და ყველას მოვიკითხავ. ვინც დაკავებულები არიან და ჩვენს გვერდით იბრძვიან, ყველას მოკითხვა, მხნეობა, გამარჯვება და წინსვლა ჩვენ ქვეყანას, - ამბობს რეზო კიკნაძის მამა.

მსგავსი სიახლეები