ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას ვერავინ დაიმორჩილებს - იულონ გაგოშიძე

26.05.26 20:20
ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას ვერავინ დაიმორჩილებს - იულონ გაგოშიძე

 

 

ახლა ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ მე იმის იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას ვერავინ დაიმორჩილებს, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, იულონ გაგოშიძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა, სადაც მეუღლესთან ერთად მივიდა.

ისტორიკოსის თქმით, დამოუკიდებლობას ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება და ეს ბრძოლა ახალგაზრდობის საქმეა. 

ჩვენ მოგვიწია ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ჩვენმა წინაპრებმა ადრე იბრძოლეს, ახლა ახალგაზრდობის საქმეა, თქვენ კიდევ უნდა იბრძოლოთ, ახალგაზრდობამ, მაგას მართლა ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება, ახლა ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ მე იმის იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას ვერავინ დაიმორჩილებს, - განაცხადა იულონ გაგოშიძემ. 

მსგავსი სიახლეები