ნელ-ნელა ვკარგავთ დამოუკიდებლობას, ამას არ შევეგუებით! - ეკა ნიჟარაძე
ნელ-ნელა ვკარგავთ დამოუკიდებლობას და დღევანდელი დღე აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით, არ შევეგუებით ამას, - ამის შესახებ სმახიობი ეკა ნიჟარაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს. ხელოვანი ამბობს, რომ ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი.
დღევანდელი მდგომარეობა არის ასეთი, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ დამოუკიდებლობას და დღევანდელი დღე აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით, არ შევეგუებით ამას. ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა იმისთვის, რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით და ამას აუცილებალდ მივიყვანთ ბოლომდე, ამ ბრძოლას. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! აქედან მივულოცავ მათ ამ დღეს!, - ამბობს ეკა ნიჟარაძე.