მჯერა, თავისუფალი ქართველი ხალხი გაიმარჯვებს კრიმინალურ ანტიამერიკულ „ოცნების“ რეჟიმზე - ჯო უილსონი
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, „ქართულ ოცნებას“ კი კიდევ ერთხელ "კრიმინალურ ანტიამერიკულ რეჟიმად" მოიხსენიებს.
მჯერა, თავისუფალი ქართველი ხალხი გაიმარჯვებს კრიმინალურ ანტიამერიკულ „ოცნების“ რეჟიმზე - წერს სოციალურ პლატფორმა X-ზე უილსონი.
„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მჯერა, რომ თავისუფალი ქართველი ხალხი გაიმარჯვებს კრიმინალურ ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმზე, რომელიც ცდილობს ქვეყნის ირანისთვის, ჩინეთისა და რუსეთისთვის მიყიდვას ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ!“- წერს კონგრესმენი .