გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები განაჩენის მოლოდინში
გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები განაჩენის მოლოდინში - ვერდიქტს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია დღეს მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანის და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილის ეპიზოდზე გამოაცხადებს.
დღეს მოსამართლემ უნდა თქვას, გაამტყუნებს თუ გაამართლებს ბრალდებულებს. გამამტყუნებელი განაჩენსი შემთხვევაში დემეტრე ჯინჯოლიამ კიდევ ერთი სხდომა უნდა ჩანიშნოს, სადაც უკვე იტყვის, რამდენი წლით წავლენ ციხეში არასრულწლოვნები.
პროცესი ამ წუთებში დასკვნითი სიტყვებით გაიხსნა. როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ანა ნასყიდაშვილი სარგებლობს საბოლოო სიტყვით - ბრალდებულმა სასამართლსო უთხრა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
პროცესს ესწრება მოკლული მასწავლებლის დედაც. ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ სასამართლო ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
განაჩენი რა თქმა უნდა, იქნება გამამტყუნებელი. ნასყიდაშვილი ადვოკატმა პირდაპირ დაიწყო თავსიი დასკვნითი სიტყვა ასე: გაათავისუფლეთ, იმიტომ, რომ მან არაფერი იცოდა, მან არ იცოდა, მოკლავდა თუ არა მართლა გიგა ავალიანს გაბაშვილი. ეს იყო თინეიჯერი ბიჭის თავმომწონე ქცევა (მარიაჟობა) თინეიჯერ გოგოსთან. ამას რა ტქმა უნდა, სასამართლო არ გაიზიარებს, რადგან აბსურდულია.
როცა საუბრობენ ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი, ჩიქოვანი ეუბნება "წამო ჰა....". ადვოკატი ამბობს, იმდენჯერ სთხოვა გაბაშვილმა, რა უნდა ექნა, ბოლოს დათანხმდაო. ეს არის ყველაზე მეტად საშიში წინადადება. ეს ნიშნავს იმას, ვისზეც არ უნდა სთხოვოს დემეტრე ჩიქოვანს მეგობარმა, ყველას "წამო ჰა და ასე უზამს". ადვოკატმა უნდა იცოდეს მგონი, რომ საქმის ფიგურანტებს შორის დელეგირება ხდება, გადაინაწილეს მათ საქმე და რა ნაწილზე შეუერთდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტად ჩიქოვანი გამოსადეგი იყო იმ ნაწილში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა - არც ნასყიდაშვილი და არც ჩიქოვანის მხრიდან, ოჯახების მხრიდანაც არ ყოფილა ამ წამამდე სინანული, პირიქით, გუშინაც ისევ თავდასხმები იყო ჩვენს ოჯახზე. ახლა უკვე გიგას წაბილწვით გვემუქრებიან. ბრძოლის მეთოდებს ცვლიან, მაგრამ ვერ მტეხავენ. მე ვფიქრობ, რომ მათი სინანული სასამართლოს მხრიდან არ იქნება გათვალისწინებული, რადგან სინანულს სინანულს მაშინ ითვალისწინებს სასმამართლო, როცა ის არის წრფელი", - აცხადებს ეკა კუპატაძე.
- ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.
ვის რას ედავებოდა გამოძიება?
- ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
- გიორგი რიკაძე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
- დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
რა მოხდა 2025 წლის პირველ ოქტომბერს?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.