გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - ბრალდებული არასრულწლოვნები მოსამართლემ დამნაშავედ ცნო

27.05.26 12:32
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - ბრალდებული არასრულწლოვნები მოსამართლემ დამნაშავედ ცნო

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანი და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილი, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო. 

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბრალდებული არასრუწლოვანია, მოსამართლე პატიმრობის წლებს შემდეგ სხდომაზე, 2 ივნისს გამოაცხადებს. 

ანი ნასყიდაშვილმა დაადასტურა ის გარემოება, რაც ასახულია მასა და ალექსანდრე გაბაშვილს შორის მიმოწერაში. დაადასტურა ის, რომ მას რეალურად ჰქონდა, ამ სახის, ამ შინაარსის მიმოწერა ბრალდებულტან და სწორედ ეს მიმოწერა გახდა ფაქტიურად მისი ბრალდების საფუძველი, იმიტომ, რომ ამ მიმოწერაში ვრცლად იყო გაშლილი ფაქტობრივად მომავალი დანაშაულის გეგმა ალექსანდრე გაბაშვილის მიერ, თუმცა თავს იმით იმართლებს, რომ არ მიაჩნდა აღნიშნული მიმოწერა სერიოზულად. რამდენად დასაჯერებელია, ეს აისახება სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში", - განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურომა ქეთი სონიძემ.

  • ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

ვის რას ედავებოდა გამოძიება?

  • ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
  • გიორგი რიკაძე  - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
  • დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

რა მოხდა  2025 წლის პირველ ოქტომბერს?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

 

 

მსგავსი სიახლეები