პოლიცია დაკავებულზე ჯგუფურად ძალადობს - კადრები გორიდან
გორის პოლიციის თანამშრომლები ძალადობაში არიან მხილებული - კადრებში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ჩანს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები დაკავებულს ძირს აგდებენ, აგინებენ და ჯგუფურად უსწორდებიან.
ვიდეო-მასალაში გარკვევით ჩანს, რომ თავდაპირველად მამაკაცს ერთ-ერთი პოლიციელი წიხლს ურტყამს, რის შემდეგადაც სავარაუდოდ დაკავებული ძირს ეცემა, თუმცა ძალადობა არც მაშინ წყდება.
კადრებში ჩანს ისიც, რომ ცემის ფაქტს ერთი პოლიციელი მობილური ტელეფონით იღებს. ვიდეოში ისმის სავარაუდოდ დაკავებული კაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ დახმარებას ითხოვს.
ჯგუფური ცემის და ძალადობის სამიზნეა სავარუდო მოწმეც, რომელიც პოლიცლების შეჩერებას ცდილობს, თუმცა, კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მასაც უსწორდებიან.
ცნობილია, რომ სპეცოპერაცია გორში, კომბინატის დასახლებაში მიმდინარეობს, თუმცა უცნობია, ვინ არის დაკავებული ან რა გახდა პოლიციის მობილიზების მიზეზი.