ადვოკატი მოძალადე პოლიციელის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს

29.05.26 13:17
ადვოკატი მოძალადე პოლიციელის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს

 

 

გორში ორი მოქალაქის სასტიკი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პოლიციელიდან ერთ-ერთის, პატრულ-ინსპექტორ ალეკო ბადალოვის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს. 

როგორც გორის რაიონულ სასამართლოში მისულმა ნოდარ ცინცაძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე უთხრა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობ . 

"პირველების" ჟურნალისტმა უფლებადამცველს გაახსენა, რომ მისი დასაცავი პირი კადრებში თვალნათლივს ჩანს, რაზე პასუხადაც ადვოკატმა განაცხადა, რომ "კადრებში ფიგურირება იმ ბრალდების დადასტურებას არ ნიშნავს, რომელიც ალეკო ბადალოვს ბრალად ედება".

ჩემს დასაცავ პირს ვერ შევხდი, ტექნიკური ხასიათსი პრობლემების გამო. რაც შეეხება მის პოზიციას, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, დადგენილია, რომ ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. სხვა დეტალებზე სხდომის დასრულების შემდეგ მოგახსენებთ. კადრებში ფიგურირება არ ნიშნავს იმ ბრალდების დადასტურებას, რომელიც მას ბრალად ედება. მას ბრალად ედება ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება. თუმცა იმ კადრებით რაც გავრცელდა, ამ ადამიანის მხრიდან რაიმე ძალადობრივი ან უკანონო მოქმედება არ იკვეთება.

დაცვის მხარე მოითხოვს საერთოდ არ იყოს გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ანდა ალტერნატივის სახით შეგვიძლია შევთავაზოთ გირაო", - ამბობს ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე.

კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა, ბრალდებული პოლიციელი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ადვოკატი პასუხობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ გასაუბრებია.

“თქვენი კითხვის პასუხს არ შეიცავს საქმის მასალები, რომელიც გადმომეცა. მასთან გასაუბრება არ მქონია”, - აცხადებს ცინცაძე.

ცნობისთვის პროცესი გორის რაიონული სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლე ლევან დარბაიძემ საქმე აიცილა. ახლა ძალადობის ხმაურიან საქმეში სხვა მოსამართლე უნდა ჩაერთოს.

ბრალდებული პოლიციელების ნაწილი გორის სასამართლოში უკვე გადაყვანილია. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, სასამართლოსთან შეკრებილები არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც ბრალდებული თანამშრომლების პროცესზე დასწრება სურთ.  

  • შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
  • ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.