ძალადობაში მხილებული პოლიციელი, ვანო მისირელი ჩადენილს ნანობს და პატიებას ითხოვს
ძალადობაში მხილებული პოლიციელი, ვანო მისირელი ჩადენილს ნანობს და პატიებას ითხოვს - როგორც მისმა ადვოკატმა, ვანო სამხარაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელი ამბობს, რომ გორში, კოპმბინატის დასახლებაში, სადაც ანგარიშსწორება მოხდა, შემთხვევით იქნა გამოძახებული.
მისირელი ამ ეტაპზე კლინიკაში წევს, სავარაუდოდ, მან მომხდარის შედეგად დაზიანებები მიიღო.
ვანო სამხარაძე ასევე იცავს ვლადიმერ გოდერძიშვილსაც, პოლიცილეს, რომლის მიმართაც დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს ძალადობას ედავებიან.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებით დგინდება, რომ პოლიციელს დაზიანება პაპუნა ლოცულაშვილის მიერ აქვს მიყენებული. სამხარაძის თქმით, გოდერძიშვილმა თავი სრულად ცნო თავი დამნაშავედ და ბრალი აღიარა.
გორში, 2 მოქალაქის ცემაში ბრალდებული არც ერთი პოლიციელი სასამართლო სხდომას არ ესწრება - "პირველების" ინფორმაციით, გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
ამ წუთებში გორის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.