ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

17.11.21 18:05
ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

,,არ ვიზიარებთ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას და თანამშრომელთა მიმართ დამოკიდებულებას - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სამმა თანამშრომელმა, გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა, მუზეუმი პროტსტის ნიშნად დატოვეს. თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.

ბოლო თვეების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესები საბოლოოდ მოვიდა წინააღმდეგობაში თითოეული ჩვენგანის პროფესიულ ეთიკასთან.

მიუღებელია:

თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება და გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება;

არ ვიზიარებთ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას (მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და კოლექციების ევაკუაციის საკითხს), რომელიც ბუნდოვანია თანამშრომლებისა და დახურული საზოგადოებისთვის;

ბრალდებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლების განმავლობაში უმოქმედობის თაობაზე. ასევე უსაფუძვლო განცხადებები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისგან დაცლის („გამოშიგვნის“) შესახებ.

შექმნილ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერც მუზეუმის განვითარების და ვერც ჩვენი პროფესიული ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება დავტოვოთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის თანაშემწის პოზიციები - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები