ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძეა

30.05.26 12:53
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძეა

 

 

დღეს სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" სუს-მა დაუდასტურა. 

  • "ევრაზიის ინსტიტუტი" გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კრემლის პროპაგანდას გამტარებელი ორგანიზაციაა - რამდენიმე თვის წინ, "პრავფონდიდან გაჟონილი დოკუმენტებით" აი ფაქტმა დაადგინდა, რომ გაღნიშნული ორგანიზაცია 2020 წლიდან „პრავფონდის“ დაფინანსებაზეა. სუს-ი ამბობს, რომ დაკავებული ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემურად აწვდიდა მათ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას.

გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" უდასტურებს მისი მეგობარი, პრორუსი ჟურნალისტი ზაზა დავიათაიაც. დავითაია ირწმუნება, რომ რცხილაძე აბსოლუტურად გამჭვირვალე და ლეგალურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის მაშინაც, როცა რუსეთში ჩადიოდა. 

როდესაც ჩადიხარ მოსკოვში, ახლა შენ პირდაპირ ვერ ეტყვი, რომ ოკუპანტი ხარ - ამბობს დავითაია "პირველებთან". 

საერთო მეგობარმა დამიდასტურა, რომ გულბაათია დაკავებული. 40 წუთია რაც გავიგე და ვცდილობ გავარკვიო. მისი საქმიანობა როგორც ჩემთვის არის ცნობილია, იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და ლეგალური. იყო მისი საქმიანობა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს სჭირდება ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა. როდესაც ჩადიხარ მოსკოვში, ახლა შენ პირდაპირ ვერ ეტყვი, რომ ოკუპანტი ხარ, თუმცა მე პირადად როცა ვყოფილვარ მოსკოვში, ემ ეს მითქვამს. ვისთანაც ამ ადამიანს ჰქონდა კავშირი, რაც მე ვიცი, ეს კონფერენციები  და შეხვედრები იყო ასბოლუტურად ლეგალური და არანაირი დამალული არაფერი ყოფილა, როგორც მე ვიცი. თუ რამე დაფარული იყო, ახლაც დაფარული რჩება ჩემთვის", - ამბობს ზაზა დავითაია. 

გულბაათ რცხილაძეს მალე ბრალის დადგენილებას გააცნობენ. დაკავებულს  8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები