გლდანში ახალგაზრდა დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

18.11.21 11:00
გლდანში ახალგაზრდა დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

სისხლიანი გარჩევა გლდანში. გვიან ღამით 21 წლის ბიჭი დაჭრეს. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის 1- ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები