რა შედეგით დასრულდა უგონო მდგომარეობაში მყოფ პატიმრის ოჯახის შეხვედრა პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელთან
უგონო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს მისი ოჯახის წევრები მოინახულებენ- ამ შედეგით დასრულდა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ხელმძღვანელის მოადგილესთან შეხვედრა.
როგორც მან ოჯახს განუცხადა, ვერ მიაწვდიდა ინფორმაციას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ვერ გააცნობდა დიაგნოზს. თუმცა, ნება დართო პაციენტი მოენახულებინათ.
ტატუნაშვილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მდგომარეობა არასწორად ჩატარებული მკრუნალობის შედეგად დამძიმდა.
თამარ დავარაშვილმა, მკურნალმა ექიმმა გადაუსხა გლუკოზა და ამინომჟავები, რამაც, დიდი ალბათობით პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში ჩააგდო. ნოდარ ტატუნაშვილი დააკავეს მეგობრებთან ერთად, ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში, მას ედავებოდნენ რომ სიჩუმეს არღვევდა. მას შემდეგ, რაც გადაიყვანეს განყოფილებაში, ამის კადრებიც არსებობს, ჩამოხურეს ჟალუზი, თუმცა, ნათლად ჩანს, დახურულ ჟალუზში ორჯერ მოხეთქება მისი, ანუ მიდიოდა მასზე ფიზიკური ძალადობა, დასცინოდნენ, როცა ითხოვდა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება მიეცათ, ორი ადამიანი უნდა დადგომოდა, ერთ-ერთს უთხრა, რომ შენ არ მომიახლოვდეო, ის პროვოცირების მიზნით მიუახლოვდა, ნოდარმა მოიქნიოა თავი, მისი მოშორების მიზნით, მოხვდა მას ცხვირში და გაფორმდა ბრალდება, თავდასხმა პოლიციელზე, - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.
- რამდენიმე დღეა პატიმრის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გასულ კვირას ნოდარ ტატუნაშვილის ნათესავები კლინიკა "ვივა მედთან" შეიკრიბნენ.
- პატიმრის ახლობლები ირწმუნებიან, რომ კლინიკაში შეყვანიდან ერთ კვირაში პაციენტი კომაში ჩავარდა და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
- ნოდარ ტატუნაშვილი ბათუმის ციხიდან თბილისის ჰოსპიტალში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც შიმშილობის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მსჯავრდებული ბათუმის ციხიდან თბილისის ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა და სწორედ ამიტომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.