მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ცნობილია, რამდენი მიუსაჯეს დემეტრე ჩიქოვანს და ანი ნასყიდაშვილს

02.06.26 12:30
მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ცნობილია, რამდენი მიუსაჯეს დემეტრე ჩიქოვანს და ანი ნასყიდაშვილს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულ ანი ნასყიდაშვილს 5,3 წლით, ხოლო მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი არასრწულწლოვნებს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ. 

ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შეგახენებთ, რომ დემეტრე ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი დამნაშავედ 27 მაისს ცნეს. 

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბრალდებული არასრუწლოვანია, მოსამართლემ პატიმრობის წლები, შემდეგ სხდომაზე, ანუ დღეს გამოაცხადა. 

  • ნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

ვის რას ედავებოდა გამოძიება?

  • ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
  • გიორგი რიკაძე  - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
  • დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

რა მოხდა  2025 წლის პირველ ოქტომბერს?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.