TI: გამოვლენილია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს

02.06.26 12:24
TI: გამოვლენილია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევაა აღრიცხული. 

TI-ს ცნობით, ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთვევებში "ქართული ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

მათ შორის:

  • ლევან ჟორჟოლიანის დაუსაბუთებელი ქონება;
  • კალაძის გარემოცვაზე გაცემული პრობლემური სამშენებლო ნებართვები;
  • ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიის მიერ მოგებული 10.4 მლნ ლარის ტენდერები;
  • "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამიდან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის გადაცემული 178 მლნ ლარი;
  • "ილი ჯგუფისთვის" ბიუჯეტიდან მიღებული 250 მლნ ლარი.
  • ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის ჩაკეტილი ცა.

კიდევ ვინ ფიგურირებს კორუფციის სავარაუდო საქმეებში? - სრული სია იხილეთ 👉 https://bit.ly/4dWvylc