საოკუპაციო რეჟიმის ტყვე - ექიმები გენადი ბესტაევის გადასარჩენად იბრძვიან

18.11.21 11:58
საოკუპაციო რეჟიმის ტყვე - ექიმები გენადი ბესტაევის გადასარჩენად იბრძვიან

ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთლების მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ექიმების მის გადასარჩენად იბრძვვიან. 52 წლის ბესტაევი ისევ უგუნო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, იმყოფება. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მედიკოსები პროგნოზებს ვერ აკეთებენ, რა შედეგს გამოიღებს მკურნალობა.

ჯერჯერობით მისი დიაგნოზის გათვალისწინებით პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. დამატებითი ჩარევა არ არის საჭირო, მიმდინარეობს დაკვირვება" - ამბობს ექიმი. 

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

2 წლიანი ტყვეობის შემდეგ 53 წლის გენადი ბესტაევი საოკუპაციო რეჟიმმა ციხიდან უგონო მდგომარეობაში გამოუშვა. რეჟიმის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ტყვე, მდგომაროების დამძიმების შემდეგ შეიწყალა და პაციენტი ქართულ მხარეს გადმოსცა.