41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა
ქართულ საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვეტერანი მოთამაშე გამოაკლდა — 41 წლის ასაკში ყოფილი თავდამსხმელი, ჯაბა დვალი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. როგორც ირკვევა, ვეტერანმა სპორტსმენმა ერთი კვირის წინ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა — ინფარქტი და გულის გაჩერება გადაიტანა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა.