ქორწინების ბეჭედი 54%-თ გაძვირდა - რა გაძვირდა/გაიაფდა მაისში?

03.06.26 13:14
ქორწინების ბეჭედი 54%-თ გაძვირდა - რა გაძვირდა/გაიაფდა მაისში?

BM.GE  მაისში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების სიას აქვეყნებს.

სია ასე გამოიყურება: 

  • მწვანე ლობიო - წლიურად გაძვირდა 118.87%-ით
  • ქლიავი - წლიურად გაძვირდა 79.92%-ით
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - წლიურად გაძვირდა 53.76%-ით
  • დიზელის საწვავი - წლიურად გაძვირდა 47.99%-ით
  • გაზეთი - წლიურად გაძვირდა 41.35%-ით
  • მსხალი - წლიურად გაძვირდა 36.83%-ით
  • პომიდორი - წლიურად გაძვირდა 36.74%-ით
  • წიწაკა - წლიურად გაძვირდა 32.91%-ით
  • შებოლილი თევზი - წლიურად გაძვირდა 31.20%-ით
  • ჟურნალი - წლიურად გაძვირდა 29.57%-ით

ფასების ყველაზე მეტი კლება კი შემდეგ პროდუქტებზე დაფიქსირდა:

  • კარტოფილი - წლიურად გაიაფდა 26.4%-ით
  • ტელევიზორი - წლიურად გაიაფდა 22.6%-ით
  • ნიორი - წლიურად გაიაფდა 22.13%-ით
  • ინტერნეტის გადასახდელი - წლიურად გაიაფდა 22.04%-ით
  • ფორთოხალი - წლიურად გაიაფდა 20.08%-ით
  • მანდარინი - წლიურად გაიაფდა 18.78%-ით
  • თეფში - წლიურად გაიაფდა 17.54%-ით
  • სარეცხი მანქანა - წლიურად გაიაფდა 16.29%-ით
  • მაცივარი - წლიურად გაიაფდა 15.32%-ით
  • ბავშვის კოლგოტი - წლიურად გაიაფდა 14.45%-ით~

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა. მეორე პოზიციაზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების მატებას უკავშირდება. საწვავის ფასის მიმართულებით ზრდა 22.7%-ს შეადგენს.