არასრულწლოვნის გაუპატიურება - ბავშვის მამა დანაშაულს თავად შეესწრო

18.11.21 13:04
არასრულწლოვნის გაუპატიურება - ბავშვის მამა დანაშაულს თავად შეესწრო

ხობში არასრულწლოვნის გაუპატიურების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. "ტვ პირველის" ინფორმაციით, 12 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურად მეზობელი კაცი 1 წლის განმავლობაში ძალადობდა.  "პირველების" ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ ბავშვის მამასთან ალკოჰოლი მიიღო და მათთან სახლში დარჩა. მოზარდის მამა ამბობს, რომ დანაშაული მათ სახლში მოხდა და  თავად შეესწრო.

ტიტვლები იყვნენ ლოგინში, აღიარებს აბა რას შვება", - ამბობს ბავშვის მამა. 

12 წლის ბიჭს ექსპერტიზა  ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ. 

დანაშაულში ბრალდებული დ.ლ. პოლიციამ ბავშვის გამოკითხვის შემდეგ დააკავა. 

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.