მოსამართლის გადაწყვეტილებით, ელისაშვილი მომდევნო პროცესებზე დასწრებას შეძლებს

04.06.26 11:44
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ელისაშვილი მომდევნო პროცესებზე დასწრებას შეძლებს

 

 

ალეკო ელისაშვილი მისი საქმის განხილვაზე დასწრებას მომდევნო სხდომებიდან შეძლებს -  პროცესებზე დაბრუნების შუამდგომლობა მოსამართლე ნინო თარაშვილმა დააკმაყოფილა.

თარაშილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან ე.წ ძაღლების ეპიზოდზე პოლიტიკოს საშუალება ექნება სხდომას დაესწროს.

დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა თავად დაკავებული პოლიტიკოსი. ის წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე მაია მელქაძემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. 

ქალბატონმა მოსამართლემ, ოთარაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ალექსანდრე ელისაშვილი შემდეგ სასამართლო სხდომას დაესწრება და მიეცემა საშუალება, რომ მიიღოს საქმის არსსებით განხილვაში მონაწილეობა.

კონსტიტუციით, კონვენციით არის გარანტირებული ბრალდებულის უფლბამოსილება, რომ უშუალოდ მიიღოს საქმეში მონაწილეობა. მნიშნელოვანია მისი პოზიციის მოსმენა და საქმის ის ეტაპები, რომელიც არის მტკიცებულებათა გამოკვლევა, უშუალოდ თვითონ ესწრებოდეს და ადევნებდეს თვალს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სასამართლოზე იქნება გამოკვლეული, - თქვა ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა პროცესის შემდეგ. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდება უკვე მეორე საქმეზე აქვს წარდგენილი. ორივე ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს უკავშირდება და ორივე შემთხვევაში ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.

პირველი საქმე 2025 წლის 29 ნოემბერს სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებას ეხება, რის გამოც ელისაშვილი დააკავეს.

მეორე ეპიზოდზე ბრალი მას 2026 წლის მარტში წაუყენეს — პროკურატურის მტკიცებით, მან სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მიერ ჩატარებული სუნის იდენტიფიკაციის შედეგებია დასახელებული.

მსგავსი სიახლეები