ვიზების გაყალბების საქმეზე ბრალდებულს გირაო შეუფარდეს

04.06.26 12:28
ვიზების გაყალბების საქმეზე ბრალდებულს გირაო შეუფარდეს

ვიზების გაყალბების საქმე - ერთ-ერთ ბრალდებულს, თამაზ გურჩიანს მოსამართლემ 15 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატების შუამდგომლობას პროკურორიც დაეთანხმა. 

სხდომის დაწყების წინ ბრალდების მხარემ თქვა, რომ 4 პირიან საქმეზე ბრალდებულთაგან ერთი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. რაც შეეხება 3 პირს, სამივე ბრალდებული  მოსამართლემ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში გაუშვა.

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ პირთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინაც შეეფარდა. სასამართლომ ხუთი პირის აღვეთის ღონისძებაზე სამ ივნისს იმსჯელა, მათგან სამს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა. პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული - სამი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.

პროკურორის თქმით, დარბაზში მყოფმა ორივე ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა და მზადყოფნას გამოთქვა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ცნობისთვის, პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული, ექვსი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. ქეისის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

სამეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, მათ შორის, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება- გასაღების მუხლებით. დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები