ახალაიას მიერ სასამართლოზე ნათქვამი განცხადება სუს-ის გამომძიებლებმა გამოიძიეს

04.06.26 13:25
ახალაიას მიერ სასამართლოზე ნათქვამი განცხადება სუს-ის გამომძიებლებმა გამოიძიეს

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი მიმდინარეობს. "ივანიშვილი უნდა დაემხოს" - ეს არის განცხადება, რის გამოც თავდაცვის ექს-მინისტრს ასამართლებენ. დღვანდელ პროცეს ესწრება ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი.

ადვოკატის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პროკურატურას საქმეზე მოწმეებად ჰყავს სუს-ის გამომძიებლები და მანდატურები. 

ნადარეიშვილის თქმით, დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე მართლაც გააკეთა ივანიშვილის დამხობის შესახებ განცხადება, ამიტომაც უფლებადამცველისთვის გაურკვევეალია, რას იძიებს ახლა საგამოძიებო უწყება.

საქმე იმაშია, რომ ეს მართლმსაჯულებასთან არანაირ კავშირში არ არის, ჩვეულებრივად პოლიტიკური საქმეა, იმიტომ, რომ კორპუს დელიქტის პრინციპი (საქმის არსი) არის დარღვეული - არ არსებობს დანაშაული, შესაბამისად, არ არსებობს დამნაშავეც. რაც შეეხება მოწმეებს, ძალიან სასაცილოა, რადგან არანაირი მოწმე ამ საქმეს არ სჭირდება. ეს იყო მის  სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ნათქვამი პოზიცია, პოლიტიკური აზრი, რომლის გამო წესით ადამიანები დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ უნდა ისჯებოდნენ, იმიტომ, რომ არ არის დემოკრატიულ სახელმწფოებში მიღებული, ყველა ადამიანი ხელისუფლებსი აზრს იმეორებდეს და არ ჰქონდეს თავისი საწინააღმდეგო აზრი. ამიტომ საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდია. მოწმეებს რაც შეეხებათ, ჰყავთ მოწმეებად სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც გამოიძიეს ეს საქმე. ძალიან დიდი "შრომა გასწიეს" და ჰყავთ მანდატურები, რომლებიც ესწრებოდნენ იმ კონკრეტულ სასამართლო პორცესს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ფრაზა არ თქმულა სასამართლო პროცესზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი მოწმეები არ გვყავს, აქედან გამომდინარე ეს საქმე სრული აბსურდია და არის პოლიტიკურად მოტივირებული", - აცხადებს ანი ნადარეიშვილი. 

ცნობისთვის, ბაჩო ახალაის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო აღძრა.  

  • ასევე შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები