"ოცნება" საფრანგეთს ემუქრებოდა? - Intelligence Online ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაზე წერს

04.06.26 15:01
"ოცნება" საფრანგეთს ემუქრებოდა? - Intelligence Online ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაზე წერს

ფრანგული წამყვანი გამოცემა Intelligence Online საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვაზე წერს.

გამოცემის მიხედვით, საფრანგეთი იძულებული გახდა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაეწვია. როგორ სტატიაში Intelligence Online-ის რედაქტორი, ანტუან იზამბარდი წერს საფრანგეთის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცის და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნის, გიორგი უძილაურის დაკავება. 

სტატისის მიხედვით ირკვევა, რომ ქართულმა ოცნებამ აგენტებად დასახელებული პირებსი გაძევება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ვინაობის დასახელებით დაიმუქრა. 

გიორგი უძლაური 5 მაისს დააკავეს. გამოცემის ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს.

გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება მას გამოძიება, თუმცა თქვეს ის, რომ მას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.

  • გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, მალევე გასაჯაროვდა სუს-ის მიერ საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში გადაღებული კადრები, რომლებზეც ორი ადამიანის კომუნიკაციაა ასახული - სახეები ამ ვიდეოში დაფარულია. ამ ვიდეოს გამოქვეყნება 8 მაისს ძალოვანი უწყებების კოორდინატორმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ დააანონსა. 

8 მაისსვე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არსებობს არაერთი ასეთი ჩანაწერი, ევროპის იმ ქვეყნებს კი, რომლებიც, მისი თქმით, "დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით" ახორციელებენ, მიმართა, "გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ, საკმარისი უნდა იყოს".

 

მსგავსი სიახლეები