კათოლიკოს-პატრიარქმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო

04.06.26 14:50
კათოლიკოს-პატრიარქმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო

კათოლიკოს-პატრიარქმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური ავრცელებს. 

ამა წლის 4 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიღო.
სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება, შემდეგ კი გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ამოცანები და განხორციელებული პროექტები. 
მან განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ფოტო: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

მსგავსი სიახლეები