თუ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალებაა დაამხო ეს ხელისუფლება - ახალაია

04.06.26 15:57
თუ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალებაა დაამხო ეს ხელისუფლება - ახალაია

 

 

თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალებაა დაამხო ეს ხელისუფლება - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ განაცხადა.

ახალაიამ სასამართლო დარბაზში პირდაპირ თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება დიქტატორია. ბრალდებულმა ყოფილმა მინისტრმა გაიმეორა ის სიტყვები, რის გამოც ასამართლებენ და ხაზგასმით განაცხადა, რომ ივანიშვილსი ხელისუფლება დასამხობია. 

ნებისმიერი სახით ამ კაცის (ივანიშვილის) მხრიდან ძალაუფლების დამხობა ნიშნავს მას ციხეში - თქვა სხდომაზე ახალაიამ

დედამიწის ზურგზე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ სასამართლოს განეხილა მოქმედი ხელისუფლება არის თუ არა დიქტატორი და როგორია საზოგადოების განცდა. ჩვენ მოვესწრებით, რომ ქართველი ხალხის მიერ დამხობილი იქნება ივანიშვილის ხელისუფლება და მას მოჰყვება მასიურად ამ რეჟიმის გასამართლება. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ გამაჩნია პოლიტიკური ამბიციები, ამიტომ უფრო თამამად ვსაუბრობ. ნებისმიერი სახით ამ კაცის (ივანიშვილის) მხრიდან ძალაუფლების დამხობა ნიშნავს მას ციხეში - ეს არის მისთვის ან ყველაფერი, ან არაფერი. და მეტსაც გეტყვით, მარტო თავის ციხეში ჩაჯდომას კი არ ნიშნავს... 

ადამიანებს ერთადერთი საშუალება ამოცანის ამოსახსნელად დაკვირვება გვაქვს. თუ კარგად დავაკვირდებით, სად ვცხოვრობთ, თუ კარგად დავაკვირდებით, საზოგადოება მიხვდება, რომ ვცხოვრობთ აბსურდში, სადაც ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, თუ კარგად დააკვირდებით, „ფეისბუქის“ სტატუსის გამო შეიძლება ადამიანები დააკავონ, თუ საზოგადოება კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ ამ ყველაფრის არჩევნებით შეცვლა არ შეუძლია, თუ ამ ყველაფერს კარგად დააკვირდება, ერთი ამოაცანით ამოხსნის - ეს არის დამხობა. თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალება არის ეს ხელისუფლება დაამხო", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.  

ცნობისთვის, ბაჩო ახალაის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო აღძრა.  

  • ასევე შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები