ახალი პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად 7 ივნისს მონათლავს

04.06.26 16:46
ახალი პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად 7 ივნისს მონათლავს

საქართველოს საპატრიარქო მორიგ მასობრივ ნათლობას გეგმავს. 7 ივნისს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება. ცერემონიის ფარგლებში, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქი ახალნათელღებულებს დალოცავს.

„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები