ზაქრო გვიშიანი: საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში დაახლოებით 2 თვის შემდეგ იქნება მიღებული

04.06.26 17:47
ზაქრო გვიშიანი: საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში დაახლოებით 2 თვის შემდეგ იქნება მიღებული

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. დანარჩენ ორზე კი კონსულტაციები გაგრძელდება.

როგორც დიუშენით დაავადებული პაციენტის მამამ, ზაქრო გვიშიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში დაახლოებით 2 თვის შემდეგ იქნება მიღებული.

მედიკამენტებს ვერ დავასახელებთ, რადგან ახლა სამუშაო პროცესია და შეიძლება ეს სამუშაო პროცესი დაზიანდეს - განაცხადა გვიშიანმა. 

ამ ღირსეულ და ძალიან დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ამ დიდ და ღირსეულ ბრძოლაში.

დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში. საუბარი არის ორ მედიკამენტზე. იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საუკეთესო პირობების შესაბამისად, რაც დაკავშირებული იქნება ბავშვებთან მიმართებაში, დიაგნოზთან მიმართებაში და გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც აუცილებელია ამ პროცესში.

ჯერჯერობით იქნება მუშაობა, კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან, მაგრამ გასავლელია ცალკეული საკითხები და, საბოლოო ჯამში, საუკეთესო პირობების შესაბამისად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში.

მედიკამენტებს ვერ დავასახელებთ, რადგან ახლა სამუშაო პროცესია და შეიძლება ეს სამუშაო პროცესი დაზიანდეს, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ოთხი მედიკამენტიდან ორ მედიკამენტზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ასევე ნახეთ: 

კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა: "შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე". 

მსგავსი სიახლეები