"ეს არის გამარჯვება" - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროტესტს წყვეტენ
პროტესტმა შედეგი გამოიღო - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიღწეულია.
სამუშაო ჯგუფში, რომელიც "ოცნების" გადაწყვეტილებით ბავშვებისთვის მედიკამანტების უზრუნველყოფის საკითხებზე იმუშავებს, მშობლებიც იქნებიან - თაკო გოგელაძის თქმით, ამ ეტაპზე გადწყვეტილება მიღებულ იქნა ორ მედიკამენტთან დაკავშირებით.
ეს არის გამარჯვება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეჭვქვეშ არ დგას, შეიქმნება სამუშაო გუნდი, ეს დღეიდან იწყება. სამუშაო გუნდში ვართ ჩვენც - მშობლებიც და ჩვენ ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას. ცოტა მეტი პროცესი სჭირდება დანარჩენ მედიკამენტებს, ცოტა სიფრთხილე გვჭირდება, მაგრამ აქ გრძელდება მუშაობა, არ დასრულდება. პირველ ეტაპზე ყველაზე მოკლე ვადაში რაც შეიძლებდოა გადაწყვეტილება მიგვეღო, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ბავშვების მკურნალობა, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ორი მედიკამენტით დაიწყება", - ამბობს თაკო გოგელაძე.
მშობლების გადაწყვეტილებით "ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ საპროტესტო აქციები წყდება - რაც შეეხება კვირას დაგეგმილ დიუშენის მარშს, კახა წიქარიშვილის თქმით, ეს იქნება მადლობის მარში.
ჩვენთვსი ეს ორი წამალიც არის ძალიან დიდი მიღწევა და ძალაინ დიდი გამარჯვება. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, აქ კარი ღია რჩება. ყოველდღიური აქციები დასრულდება, რაც შეეხება კვირას დაგეგმილ დიუშენის მარშს, ჩვენ ამას მაინც ჩავატარებთ, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში - რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა გადავუხადოთ მთელს საქართველოს და ასევე ხელისუფლებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა" -აცხადებს კახა წიქარიშვილი.
ასევე ნახეთ:
კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა: "შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე".