"ოცნების" რეკორდი - ცნობილია, რამდენი კანონი მიიღო დაჩქარებული წესით პარლამენტმა
პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება საქართველოში - ასე დაასათაურა საიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. ანუ როდესაც კანონი იქმნება არა ზოგადი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, არამედ კონკრეტული ჯგუფების და ადამიანების საწინააღმდეგოდ. ირკვევა რომ 688 დღეში პარლამენტმა მარტო დაჩქარებული წესით 304 კანონი მიიღო.
საია საპარლამენტო საქმიანობის მიმოიხილვას - მიმოხილვას კი 2024 წლის მაისს, რუსული კანონის მიღებით იწყებს, კანონი რომლის დამტკიცებასაც დიდი საპროტესტო აქციები და დარბევები მოჰყვა. ცვლილებები არაერთგზის შევიდა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში. თავდაპირველად აიკრძალა ნიღბის ტარება, გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობების ხანგრძლივობა. განისაზღვრა ადგილები, სადაც აქციის გამართვა აკრძალული აიკრძალა პროტესტი უნივერსიტეტების შიდა ტერიტორიაზე. ბოლოს კი ნებისმიერი აქციის ჩატარებისთვის მოქალაქეს სპეციალური ნებართვა სჭირდება. შედეგად მოქალაქეებს კოლოსალური ჯარიმები და პატიმრობა დაეკისრათ.
პერსონიფიცირებული კანონშემოქმედებითობა მხოლოდ ოპონენტების წინააღმდეგ კანონების მიღებას არ გულისხმობს. ეს ასევე ითვალისწინებს მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის სასათბურე პირობების შექმნას და კანონმდებლობის მათთვის მორგებას. სწორედ ასე მიიღეს პოლიტიკოსებმა უფლებამოსილება უჩივლონ ყველას და ციხეში გაუშვან კრიტიკული შეფასებების გამოხატვის გამო. პარლამენტში დამტკიცდა არაერთი კანონი, რომელიც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის და ოცნების ელიტის სარგებლობისთვის იყო საჭირო
2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონების მიღების ახალი ტალღა დაიწყო. ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში და ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცების უფება აეკრძალათ. ასევე აიკრძალა სასამართლოში ფოტო და ვიდეო გადაღება. დამტკიცდა შემზღუდავი კანონები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - მათ შორის უცხოური გრანტების მისაღებად მთავრობის ნებართვა გახდა საჭირო.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.