სამძებრო ოპერაცია მტკვარში - მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ მდინარეში გადავარდნილ მანქანას და მის მძღოლს
24 საათზე მეტია მტკვარი სამძებრო ოპერაციის ეპიცენტრია. მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ მდინარეში გადავარდნილ მანქანას და მის მძღოლს. დაკავებულია ის პირი, რომელმაც სანაპაროზე საავარიო ვითარება შექმნა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 1 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეს, რომელიც „ჯეტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სხვა ავტომობილის მძღოლმა ავარიული ვითარება შეუქმნა. მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ავტომობილი გაზსადენის მილს შეეჯახა და მტკვარში გადავარდა.
ეს პირველი შემთხვა არ არის, როდესაც სწრაფად მოძრავი ავტომანქანა მდინარეში ვარდება და ტრაგედიის მიზეზი ხდება. სპეციალისტები გამოსავალს მტკვრის ჯებირების გამაგრებაში და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაში ხედავენ.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.