დააკავეს კაცი, რომელმაც დიღმის მასივში, სკვერში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

04.06.26 19:07
დააკავეს კაცი, რომელმაც დიღმის მასივში, სკვერში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

დააკავეს კაცი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.

უწყების ცნობით, ფაქტი დიღმის მასივში, ერთ-ერთ სკვერში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები