დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორი ჩალის ფასი აქვს “ქართული ოცნების“ სიტყვას - სალომე მგელაძე

04.06.26 21:58
დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორი ჩალის ფასი აქვს “ქართული ოცნების“ სიტყვას - სალომე მგელაძე

დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორი ჩალის ფასი აქვს “ქართული ოცნების“ სიტყვას. როგორ შეუძლიათ, რომ ერთ დღეს სხვა რამე თქვან და მეორე დღეს აბსოლუტურად შეცვალონ რიტორიკა, - ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, სალომე მგელაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. 

მისი თქმით, ყოველდღე “ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი სკდება და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვუყურებთ.

ყოველთვის, როცა ვერთიანდებით და ვიჯერებთ, რომ შეგვიძლია გამარჯვება, ეს ასეც ხდება ხოლმე. დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორი ჩალის ფასი აქვს “ქართული ოცნების“ სიტყვას. როგორ შეუძლიათ, რომ ერთ დღეს სხვა რამე თქვან და მეორე დღეს აბსოლუტურად შეცვალონ რიტორიკა. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ეს წამლები არ არსებობს, შემდეგ გვეუბნებოდნენ, რომ არის წამლები, მაგრამ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, არ არის გატესტილი, საფრთხეს შეუქმნის ბავშვების ჯანმრთელობას, შემდეგ დაიწყეს ბავშვების გაშავება, შემდეგ სტუდენტების, ახლა 1 დღეში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო? თუ ისეთ წამალს აძლევენ ბავშვებს, რომელიც მავნებელია, გატესტილი არ არის და მტკიცებულებები არ არსებობს. ჩვენ ამას ვუყურებთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველდღე “ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი სკდება, - განაცხადა მგელაძემ.

მსგავსი სიახლეები