“ოცნებამ“ ბავშვები, ვისთვისაც სიცოცხლე უნდა გაეხანგრძლივებინა, ქუჩაში დააყენა, პლედები არ შეატანინა და გაყინა -ლუკა ჭოხონელიძე
“ოცნებამ“ ბავშვები, ვისთვისაც სიცოცხლე უნდა გაეხანგრძილვებინა, ქუჩაში დააყენა, პლედები არ შეატანინა და ქუჩაში გაყინა, - ამის შესახებ მოძრაობა “ნაბიჯის“ დამფუძნებელმა, ლუკა ჭოხონელიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამას უკვე ბოროტება ჰქვია და პოლიტიკური შეფასება ვერ მიეცემა.
იმის მაგივრად, რომ “ქართულ ოცნებას“ პირველივე დღიდან ამაზე აქტიური საუბარი და მუშაობა დაეწყო, დაიწყო კვლევები, დატესტა თავის ამორმჩეველში, როგორ იმუშავებს, თუ ემ ამ თემას დავაიგნორებ და პოზიცია არ მექნება. იმის ნაცვლად, რომ მას მუშაობა დაეწყო, ეს ბავშვები, ვისთვისაც სიცოცხლე უნდა გაეხანგრძილვებინა, ქუჩაში დააყენა, პლედები არ შეატანინა და ქუჩაში გაყინა. ამას უკვე ბოროტება ჰქვია და პოლიტიკური შეფასება ვერ მიეცემა. ეს ადამიანები ამ კვლევებით ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას როგორ გააკეთებენ. “ქართული ოცნება“ დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, როგორ რეაგირებს მისი ამომრჩეველი მის თითოეულ ნაბიჯზე. ძალიან ბვერი რამე დატესტა და წააგო. “ოცნება“ ბევრ რამეშია მიხლებული, როცა ამბობდა, რომ ეს ასეა, მაგრამ სიტუაცია ისე ვერ დალაგდა. ამას თავისი ამომრჩეველიც ხედავს. ახლა მნიშვნელოვანია, მათმა ამომრჩეველმა დაინახოს ნებისმიერი ნონსენსი, რასაც ამბობენ და სხვანაირად ლაგდება. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სწორედ ეს წამალიც, - თქვა ჭოხონელიძემ.