როცა ხალხის ხმას არ ისმენ, იქ უკვე შენ მმართველობის ყველანაირ სადავეებს კარგავ - ნინო ქათამაძე

04.06.26 22:52
როცა ხალხის ხმას არ ისმენ, იქ უკვე შენ მმართველობის ყველანაირ სადავეებს კარგავ - ნინო ქათამაძე

ვერცერთმა ხელისუფლებამ ვეღარ უნდა გაბედოს ხალხის წინააღმდეგ წასვლა. იმიტომ რომ, როცა ხალხის ხმას არ ისმენ, იქ უკვე შენ მმართველობის ყველანაირ სადავეებს კარგავ, - ამის შესახებ პედაგოგმა, ნინო ქათამაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არის ხალხის მსახური და სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ მას ემსახუროს.

ორი უკიდურესობაა, ერთი ის, რომ ხელისუფლებას არ უნდა შეამჩნიოს მოქალაქე და მისი საჭიროება. მე რაც არ უნდა ვერ შემამჩნიოს, კობახიძე იქნება თუ ვინც იქნება, მე მოქალაქე ვარ, ჩემი უფლებები და საჭიროებები მაქვს,  მეორე უკიდურესობა კი ისაა, რომ მოქალაქეების ნაწილი თანხმდება იმას, რასაც ხელისუფლება სთავაზობს, ის რომ მას მოთხოვნის უფლება აქვს, ის რომ მას ეკუთვნის, თუნდაც, ბიუჯეტი რომ რაციონალურად გამოიყენოს, რადგან მათივე ფულითაა შევსებული და სწორედ მოქალაქეებს უნდა მოხმარდეთ, ამაზე ვერ ფიქრობენ. იქ ისიც გაისმა- იცი, რა, ეს რომ დაფინანსდეს, შემდეგ სხვები მოითხოვენ, დიახ, უნდა მოთხოვონ, რადგან ძალიან ბევრი სხვა დაავადების მქონე ბავშვებიც არიან,  რომლებიც ხმას ვერ იღებენ. ხელისუფლება იმიტომ ხარ შენ, რომ ამ საჭიროებებზე იმუშავო და დააკმაყოფილო. მე ვფქირობ, ყველა მიმართულებებთ პრობლემაა.

საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი ძალა, ჩვენ შიში უნდა დავძლიოთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვეღარ უნდა გაბედოს ხალხის წინააღმდეგ წასვლა. იმიტომ რომ, როცა ხალხის ხმას არ ისმენ, იქ უკვე შენ მმართველობის ყველანაირ სადავეებს კარგავ. შენ იმიტომ მოხვედი, რომ მე მემსახურო. შენ უნდა გაიგო ჩემი გასაჭირი ნებისმიერ სფეროში, - განაცხადა ქათამაძემ.

მსგავსი სიახლეები