გაერომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

05.06.26 10:11
გაერომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კვლავ დაადასტურა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლება.

„აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ - ასე ჰქვია რეზოლუციას, რომელიც გუშინ ღამით გენერალურმა ასაბლეამ 107 ხმით მხარი დაუჭირა. 

რეზოლუციის წინააღმდეგ  8 ქვეყანა წავიდა - ესენი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ნიკარაგუა, რუსეთი, სუდანი და ეკვატორული გვინეა.

იმ 55 ქვეყანას შორის კი, რომლებმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ირანი, ისრაელი, შუა აზიის რესპუბლიკები. ევროპის ქვეყნებიდან - სერბეთი და შვეიცარია.

  • ცბობისთვის, შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.

რეზოლუციის ტექსტით დაგმობილია რუსეთის მიერრ ჩადენილი ქმედებები საქართველოს მიტაცებულ მიწებზე და დადასტურებულია დევნილთა უფლება - დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

გენერალურ ასამბლეაზე მხარდაჭერილი დოკუმენტი ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

  • რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, დომინიკის თანამეგობრობა, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, გერმანია, გვატემალა, საქართველო, თურქეთი, ტონგა, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ახალი ზელანდია, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კაბო-ვერდე, კირიბატი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პაპუა-ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, სიერა-ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, ტრინიდადი და ტობაგო, ფიჯი, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შვედეთი, ჯიბუტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში 300 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია და ხაზი გაუსვა საკუთარ სახლებში დევნილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნებისა და გაეროს წესდების პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები