კოვიდ პუნქტი საიუველირო მაღაზიაში - რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი დაწესებულებები გამოავლინა

18.11.21 14:49
კოვიდ პუნქტი  საიუველირო მაღაზიაში -  რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი დაწესებულებები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე, კოვიდ ტესტირების პუნქტი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული და კანონდარღვევით ფუნქციონირებდა.

"დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს", - წერია უწყების განცხადებაში.