თბილისში დააკავეს ირანელი აქტივისტი, რომელსაც მეგობრების თქმით, სამშობლოში გაძევების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ემუქრება
თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა 44 წლის ირანელი აქტივისტი, რომელსაც მისი მეგობრების თქმით, სამშობლოში გაძევების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ჰადი როსტამი ახლა სავარაუდოდ მიგრაციის დეპარტამენტში იმყოფება და გადაწყვეტილების მოლოდინშია.
მისი ნაცნობების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ირანის ხელისუფლებას 40 კაციან შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. ის ერთ-ერთია, ვინც აიათოლების რეჟიმის სისასტიკეს აპროტესტებდა და სიცოცხლის გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევა და საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა.
დაკავებული კაცის მეგობრები საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
დაახლოებით სამი დღის წინ დააკავეს - პოლიტიკური აქტივი, დაახლოებით ეგეთი ადამიანია. დეპორტი უნდა გაუკეთონ ახლა და ძალაინ საშიშია. იცით, რომ ამ სამ თვეში დაახლოებით 700 ირანის მოქალაე ირანში ჩამოხრჩე და თუ მას უკან გააბრუნებენ, ზუსტად ასე მოუვა. ძალიან საშიშია და ჩვენ გვინდა, რომ მთავრობა დაეხმაროს. რათ უნდა გააძევონ ირანში? - მოკლავენ და ჩამოახრჩობენ. თბილისში ვინც მიდის ირანის საელჩოსთან, ერთხელაც რომ მივიდეს საფრთხეშია", - ამბობს მეგობარი.