სამშენებლო კომპანია m2 კალაძესთან დაკავშირებულმა ბიზნესმენმა იყიდა

06.06.26 14:45
სამშენებლო კომპანია m2 კალაძესთან დაკავშირებულმა ბიზნესმენმა იყიდა

სამშენებლო კომპანია m2  კახა კალაძესთან დაკავშირებულმა ბიზნესმენმა, ლაშა კვაჭაძის შპს "თრასთ ჰოლდინგმა" იყიდა.

ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებმა 5 მაისს გააფორმეს. შედეგად, შპს "თრასთ ჰოლდინგმა" შპს m2 ჯგუფი შეიძინა. გარიგების ღირებულება კომერციული საიდუმლოებაა.

  • მყიდველი შპს "თრასთ ჰოლდინგი" მიმდინარე წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 70%-იანი წილი ეკუთვნის ლაშა კვაჭაძეს, ხოლო 30% დიმიტრი ადამიას, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორია. ამასთან, სწორედ დიმიტრი ადამია დაინიშნა შპს "ემ2 ჯგუფის" ახალ დირექტორად.

ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე, კახი კალაძის უახლოესი გარემოცვის წევრია. კვაჭაძის ცოლი და კალაძის მეუღლე ბიზნეს პარტნიორი არიან. დოკუმენტებით დგინდება, რომ კომპანია "ვისიონარის" წილის 30 პროცენტი ბიზნესმენის ცოლმა მზია გიგაურმა ანუკი არეშიძეს 2025 წლის 25 დეკემბერს აჩუქა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე დეველოპერული კომპანია Blox Group-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ჩართულია Trump Tower Tbilisi-ს პროექტში.

"საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) შვილობილი დეველოპერული კომპანია m2 გაყიდა. საინვესტიციო ჯგუფმა ინფორმაცია კომპანიის ადგილობრივ ინვესტორებზე გასხვისების შესახებ საკუთარ ვებგვერდზე 5 ივნისს გამოაქვეყნა.

 

მსგავსი სიახლეები