სოფელ ატენში გაუჩინარებულ მოქალაქეს ეძებენ - ადგილზე შს მაღალჩინოსნების მობილიზებაა

06.06.26 21:10
სოფელ ატენში გაუჩინარებულ მოქალაქეს ეძებენ - ადგილზე შს მაღალჩინოსნების მობილიზებაა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში გაუჩინარებულ მოქალაქეს ეძებენ. ადგილობრივების ცნობით, გაუჩინარებული შსს-ს თანამშრომელია.

ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ტვ პირველთან, სერგი ბზიშვილი პოლიციელის გაუჩინარებას არ ადასტურებს. ის ამბობს, რომ მიმდინარეობს მოხუცის ძებნის ოპერაცია.